შინაური ძაღლი, ანუ Canis familiaris, ერთგული და საყვარელი ცხოველია. ადამიანმა ის დიდი ხნის წინ მოიშინაურა და ორივეი, აგერ უკვე 10000 წელია, ერთად შრომობენ და თამაშობენ.
ადამიანი ძაღლს ბევრგვარად ასაქმებდა – დარაჯად, გზის გამკვლევად, მონადირედ და მღრღნელების გამანადგურებლად ამუშავებდა; მის ბეწვსა და ხორცსაც იყენებდა. დღეს დიდ ბრიტანეთში ექვს მილიონამდე ძაღლია, აშშ-ში _ სულ ცოტა, 60 მილიონი. ძაღლის 400-მდე ჯიში არსებობს, რომელთა ზომები და ფორმები ერტმანეთისგან ძლიერ განსხვავდებს – დაწყებული ლანკაშირული იორშიკ-ტერიერით, რომელიც ორი წლისა 113 გ-ს იწონის, და ძველი ინგლისური მასტიფით, ე.წ. “ზორბათი” დამთავრებული (1989 წელს ამ ჯიშის ძაღლის ერთ-ერთი ეგზემპლარი 155 კგ-ს იწონიდა). ძაღლები ხალისიანი, ენერგიული ცხოველები არიან და ყველანაირ გარემოს ეგუებიან. ევოლუციამ მათ ამ მხრივ ბევრი ვერაფერი დააკლო. ბევრნაირი ჯიშის არსებობა იმის გარანტიაა, რომ ყოველთვის მოძებნით თქვენს მოსაწონ ცხოველს. თუ მზრუნველობით და გონივრულად მოეპყრობით, ძაღლი თქვენს გულკეთილობას ერთგულებითა და სიყვარულით უპასუხებს და თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.
- ძველისძველი მეგობრები
ადამიანმა ბევრი ცხოველი მოიშინაურა, მაგრამ მას ყველაზე ახლო და მეგობრული დამოკიდებულება მხოლოდ ძაღლთან აქვს. XII საუკუნეში წმ. ბერნარი ამბობდა: “ვისაც მე ვუყვარვარ, მას ჩემი ძაღლიც უნდა უყვარდეს”
- ძაღლი მეძებარი ცხოველია, ამტანი, მომთმენი, ჭკვიანი და სწრაფი. ის, უპირველეს ყოვლისა, სოციალური არსებაა, განსხვავებით კატისგან, რომელსაც მარტოსულობა ახასიათებს.
- ძაღლს იგივე შეგრძნებები აქვს, რაც ადამიანს, მაგრამ, მისი შეგრძნებები სიძლიერით ბევრად აღემატება ადამიანისას. ეს იმიტომ, რომ ჩვენსა და მათ წინაპრებს სხვადასხვა მოთხოვნილებები ჰქონდათ.
გემოს შეგრძნება ძაღლს ადამიანთან შედარებით ნაკლებად აქვს განვითარებული. შეიძლება იმიტომ, რომ ადამიანის ვეგეტარიანელი წინაპრისგან განსხვავებით, ძაღლები ხორციმჭამელები არიან , რომელიც მსხვერპლს შორ მანძილზე მისდევენ და იმის ჭამას უნდა დასჯერდნენ, რასაც მოინადირებენ.
კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ავაზა ხმელეთზე მცხოვრები უსწრაფესი ძუძუმწოვარია, რომელიც 129 კმ/სთ–მდე სიჩქარეს ანვითარებს (წინა პოსტზე შეცდომა მქონდა). ძაღლის ოჯახის სწრაფი წარმომადგენლები მას ვერშეედრებიან, თუმცა მგლები დაახლოებით 56 კმ/სთ სისწრაფით დარბიან. სალუკი და გეიჰაუნდი (ძაღლის ჯიშები), რომლებიც საგანგებოდ “მორბენლებად” არიან გაწვრთნილები, 70 კმ/სთ სიჩქარესაც აღწევენ, ასევე რუსული მწევარი 97 კმ/სთ სიჩქარით დარბის.
კატა
შინაური კატა (Felis silvestris catus) — კატისებრთა ოჯახისა მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი. შინაურ კატა გამოირჩევა მეგობრობის უნარით. ადამიანისა და კატის მეგობრობა 10 000 წელია გრძელდება, თავიდან მან ადამიანების დაფასება მოიპოვა იმით, რომ ანადგურებდა პარაზიტებს[1][2]. ის ჭკვიან ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება და ექვემდებარება გაწვრთნას. უბრალო კატამ შეიძლება მოახდინოს მანიპულირება სხვადასხვა საგანზე ან მექანიზმზე. გამოირჩევა მისტიციზმითა და უცნაურობით. მასზე შექმნილი და დაწერილია მრავალი მითი. კატას ინტელექტის თვალსაზრისით შეუძლია სწავლა, ფიქრი, ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა, მოხერხებულობა და გონიერება. სახლის კატები შეგუების უნარით ხასიათდებიან. ზოგიერთი კატა მტაცებელია (უყვარს ნადირობა), ამიტომ მათ უწევთ ფიქრი, თუ როგორ მოიტაცონ ესა თუ ის ცხოველი შემდეგ შეკრან მსხვერპლი, როგორც აკეთბენ მგლები.
კატები არიან ხორცისმჭამელი ცხოველები. მგლების, ძაღლების, მელიების და სხვა ზოგიერთი მტაცებლებლისგანგანსხვავებით კატები არიან ყველაფრის მჭამელები. მიჩვევის შემთხვევაში კატას შეუძლია გახდეს ვეგეტარიანელი, თუმცა ჩვეულებრივ მოითხოვენ ხორცს. მათ ბრჭყალებს შეუძლია საჭმლის დაჭრა. კატებს აქვთ მოკლე ნაწლავები(როგორც ყველა ხორცისმჭამელს). ზოგჯერ ისინი მუცელს ისუფთავებენ რწყევით, თუმცა ეს შეიძლებ იყოს დაავადების მომანიშნებელიც[3]. კატის კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ხორბლის ყლორტი.
კატებს რომლებსაც შეუძლიათ გარეთ გასვლა ცდილობენ მოიპოვონ საკვები, როგორიცაა თაგვები და მცირე ფრინველები.
ცხენი
ცხენი (Equus caballus ან Equus ferus caballus) არის
ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი. ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ, და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში.ცხენი შინაური ცხოველია ის წარმოიშვა გარეული ცხენისაგან.საკვების მოპოვებისა და მტრისაგან თავდაცვის პირობების გავლენით ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი.ცხენს აქვს გრძელი , წვრილი და ღონიერი ფეხები, რომლებიც მარტო ერთი კარგად განვითარებული თითით ბოლოვდება.თითი დაფარულია დიდი და მაგარი ჩლიქით.იმის გამო ,რომ ცხენს ფეხზე მარტო ერთი თითი აქვს .შემცირებულია ფეხის ხახუნი ნიადაგზე .ეს კი უადვილებს ცხენს სწრაფ სირბილს .ცხენის შორეულ წინაპრებს თითების მეტი რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ ,გაშლილ მშრალ ველებზე არსებობასთან შეგუების პროცესში თითების რაოდენობა თანდათან შეუმცირდათ.ახლაც ცხენს ფეხის ჩონჩხში შერჩენილი აქვს ორი ძალიან დაპატარავებული ძვალი, რომლებსაც გრიფელის ძვლები ეწოდება.მტრებისაგან თავდასაცავად მარტო სწრაფი სირბილის უნარი საკმარისი არ იქნებოდა ,ცხენს რომ არ ჰქონოდა აგრეთვე მტრის მოახლოების შეტყობის უნარი.
ცხენს კარგი მხედველობა ,სმენა და ყნოსვა აქვს.შედარებით გრძელ კისერზე მაღლა აწეული თავი საშუალებას აძლევს შორიდანვე დაინახოს მტერი.მაღლა აცქვეტილი ყურები და დიდი ნესტოები მოწმობენ ცხენის მახვილ სმენასა და ყნოსვას.ველის პირობებში წარმოშობილ ცხენს თავიდანვე აწუხებდნენ ბუზები და სხვა მწერები.მათ წინააღმდეგ ცხენს შეუძლია აამოძრაოს კანი და ამით დააფრთხოს მომაბეზრებელი მწერები.მწერების მოგერიებაში ცხენს ეხმარება გრძელი კუდიც.ცხენი ბალახის მჭამელი ცხოველია.მცენარეული საკვების შესაბამისად აგებულია მისი კბილები და კუჭ-ნაწლავიც.ცხენი არ ცოხნის საკვებს მან საძოვარზევე უნდა მოასწროს საკვების დაღეჭვა .ამიტომ ძალიან კარგად განვითარებული კბილები აქვს ,რის გამოც მისი ყბებიც გრძელია :გრძელი ყბები კი ცხენის თავს წაგრძელებულ ფორმას აძლევს.ზედა და ქვედა ყბის წინა ნაწილში ექვს-ექვსი დიდი და წინ დახრილი მჭრელი კბილი აქვს . ამ მჭრელებით ცხენი ბალახს გლეჯს.ეშვები მხოლოდ ულაყს აქვს ,მაგრამ ისინი ძალიან დაპატარავებულია .მჭრელების უკან ყბებზე უკბილო მანძილია ,რომლის შემდეგ ორივე ყბის თითოეულ მხარეზე ექვსი ძირითადი კბილია.ძირითადი კბილები დიდია ,მათი ზედაპირი ბრტყელია და მინანქრის ნაოჭებითაა დაფარული.ასეთი კბილების საშუალებით ცხენი ძალიან კარგად ღეჭავს ბალახს ,თივას და სხვა მცენარეულ საკვებს.ცხენის კუჭი დიდი მოცულობისაა ,მაგრამ მარტივი აგებულებისა ,ე.ი. არ არის დაყოფილი ,როგორც მცოხნელებში.
სამაგიეროდ ცხენს გაცილებით დიდი ბრმანაწლავი აქვს, ვიდრე მცოხნელებს.ძნელად მოსანელებლი მცენარეული საკვები ნაწილობრივ ბრმა ნაწლავში განიცდის მონელებას.ცხენის ნაწლავების საერთო სიგრძე სხეულის სიგრძეს მხოლოდ 10-ჯერ აჭარბებს ,იმ დროს როცა მცოხნელებში ნაწლავები სხეულის სიგრძეზე 20-ჯერ გრძელია.ამიტომ ცხენი ნაკლებად არის შეგუებული დიდი მოცულობის უხეში საკვების ჭამას, მას უფრო მეტად ესაჭიროება ნოყიერი საკვები ,როგორიცაა ქერი ან შვრია.ცხენის სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-35 წელს ,ზოგჯერ 40-50 წელსაც აღწევს.ცხენი შობს ერთ კვიცს ,იშვიათ შემთხვევაში-ორს.ახალდაბადებულ კვიცს ,დაბადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ,შეუძლია ფეხზე დგომა და მალე დედასთან დადევნებაც კი.შინაური ცხენის ჯიშები მრავალგვარია.ისინი შესასრულებელი სამუშაოს მიხედვითაა სპეციალიზებული.მაგალითად არიან :საჯდომი ,მარბოლარი ,მძიმე ტვირთმზიდავი ცხენები.ჩვენში ცხენის მრავალი ადგილობრივი ჯიშია შექმნილი ,რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ვლადიმირული მძიმე ტვირთმზიდავი ცხენი.მარბოლარი ჯიშის ცხენებიდან განთქმულია მარბოლარი ცხენი ,რომელიც უკვე საუკუნენახევარზე მეტია რაც გამოიყვანეს.საჯდომი ცხენებიდან ცნობილია დონური ცხენი ,რომელიც დონის ველების პირობებში ჩამოყალიბდა.ამ ჯიშს იყენებენ არმიაში.მისი უპირატესობა ისაა, რომ მას შეუძლია ტვირთის გადაზიდვა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება.ამ ცხენის შემდგომი გაუმჯობესების შედეგად შექმნილია ახალი ჯიში ,ე.ი. ბუდიონური ცხენი.ცხენების ადგილობრივი ჯიშებიდან აღსანიშნავია თუშური და მეგრული ცხენები.თუშური ცხენი კარგადაა შეგუებული მთაში არსებობას და ფართოდაა მოშენებული აღმოსავლეთ საქართველოში.ის კარგ საჯდომ-სასაპალნე ცხენად ითვლება.ტანით შედარებით პატარაა(სიმაღლე 134სმ-ს არ აღემატება).მეგრული ცხენი ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში.ის კარგი მუშა-ცხენია და სწრაფმავალიცაა.ტანად შედარებით პატარაა (სიმაღლე 129სმ-ს აღწევს).ცხენის ჯიშის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად საქართველოშიც მუშაობენ. ეს ყველაფერი დიდ ზეგავლენას მოახდენს..
No comments:
Post a Comment