შინაური ძაღლი, ანუ Canis familiaris, ერთგული და საყვარელი ცხოველია. ადამიანმა ის დიდი ხნის წინ მოიშინაურა და ორივეი, აგერ უკვე 10000 წელია, ერთად შრომობენ და თამაშობენ.
ადამიანი ძაღლს ბევრგვარად ასაქმებდა – დარაჯად, გზის გამკვლევად, მონადირედ და მღრღნელების გამანადგურებლად ამუშავებდა; მის ბეწვსა და ხორცსაც იყენებდა. დღეს დიდ ბრიტანეთში ექვს მილიონამდე ძაღლია, აშშ-ში _ სულ ცოტა, 60 მილიონი. ძაღლის 400-მდე ჯიში არსებობს, რომელთა ზომები და ფორმები ერტმანეთისგან ძლიერ განსხვავდებს – დაწყებული ლანკაშირული იორშიკ-ტერიერით, რომელიც ორი წლისა 113 გ-ს იწონის, და ძველი ინგლისური მასტიფით, ე.წ. “ზორბათი” დამთავრებული (1989 წელს ამ ჯიშის ძაღლის ერთ-ერთი ეგზემპლარი 155 კგ-ს იწონიდა). ძაღლები ხალისიანი, ენერგიული ცხოველები არიან და ყველანაირ გარემოს ეგუებიან. ევოლუციამ მათ ამ მხრივ ბევრი ვერაფერი დააკლო. ბევრნაირი ჯიშის არსებობა იმის გარანტიაა, რომ ყოველთვის მოძებნით თქვენს მოსაწონ ცხოველს. თუ მზრუნველობით და გონივრულად მოეპყრობით, ძაღლი თქვენს გულკეთილობას ერთგულებითა და სიყვარულით უპასუხებს და თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.
- ძველისძველი მეგობრები
ადამიანმა ბევრი ცხოველი მოიშინაურა, მაგრამ მას ყველაზე ახლო და მეგობრული დამოკიდებულება მხოლოდ ძაღლთან აქვს. XII საუკუნეში წმ. ბერნარი ამბობდა: “ვისაც მე ვუყვარვარ, მას ჩემი ძაღლიც უნდა უყვარდეს”
- ძაღლი მეძებარი ცხოველია, ამტანი, მომთმენი, ჭკვიანი და სწრაფი. ის, უპირველეს ყოვლისა, სოციალური არსებაა, განსხვავებით კატისგან, რომელსაც მარტოსულობა ახასიათებს.
- ძაღლს იგივე შეგრძნებები აქვს, რაც ადამიანს, მაგრამ, მისი შეგრძნებები სიძლიერით ბევრად აღემატება ადამიანისას. ეს იმიტომ, რომ ჩვენსა და მათ წინაპრებს სხვადასხვა მოთხოვნილებები ჰქონდათ.
გემოს შეგრძნება ძაღლს ადამიანთან შედარებით ნაკლებად აქვს განვითარებული. შეიძლება იმიტომ, რომ ადამიანის ვეგეტარიანელი წინაპრისგან განსხვავებით, ძაღლები ხორციმჭამელები არიან , რომელიც მსხვერპლს შორ მანძილზე მისდევენ და იმის ჭამას უნდა დასჯერდნენ, რასაც მოინადირებენ.
კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ავაზა ხმელეთზე მცხოვრები უსწრაფესი ძუძუმწოვარია, რომელიც 129 კმ/სთ–მდე სიჩქარეს ანვითარებს (წინა პოსტზე შეცდომა მქონდა). ძაღლის ოჯახის სწრაფი წარმომადგენლები მას ვერშეედრებიან, თუმცა მგლები დაახლოებით 56 კმ/სთ სისწრაფით დარბიან. სალუკი და გეიჰაუნდი (ძაღლის ჯიშები), რომლებიც საგანგებოდ “მორბენლებად” არიან გაწვრთნილები, 70 კმ/სთ სიჩქარესაც აღწევენ, ასევე რუსული მწევარი 97 კმ/სთ სიჩქარით დარბის.
No comments:
Post a Comment