Monday, December 3, 2012

მტაცებლები



მტაცებლები (ლათ. Carnivora: carō 'ხორცი', + vorāre 'მჭამელი'), ძუძუმწოვრების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 14 სმ-იდან 3 მ-მდე, მასა 100 გ-იდან 1000 კგ აღწევს. ნაირგვარი შეფერილობა აქვთ. კბილები (28-48) მკვეთრადაა დიფერენცირებული საჭრელებად, ეშვებად და ძირითად კბილებად. უმრავლესობის ზედა მე-4 წინა ძირითადი და 1-ლი ქვედა ძირითადი კბილები გარდაქმნილია მკვეთავ კბილებად. კიდურებზე აქვთ ბრჭყალებიანი 4-4 თითი (დათვებსა და ძაღლებს 5-5), ბრჭყალები ჩამალული ან ნახევრად ჩამალულია; ლავიწი არ გააჩნიათ ან რუდიმენტულია; კუჭი მარტივია და ჯირკვლებით მდიდარი; საშვილოსნო ორმაგი ან ორრქიანი, პლაცენტა — დისკოიდური; სათესლეები სპეციალურ პარკშია მოთავსებული. მტაცებლების ანალური ჯირკვლები გამოყოფენ მძაფრსუნიან ნივთიერებას, რომელიც ემსახურება ტერიტორიალურ მონიშვნას, ზოგჯერ მტრისაგან თავდაცვას (მაგ., მყრალა). გავრცელებული არიან ყველგან, ანტარქტიდისა და ზოგიერთი პატარა ოკეანური კუნძულის გარდა. უმეტესობა ხმელეთის ცხოველია. მრავალი მათგანი კარგად დაცოცავს ხეზე, ზოგი კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებებიან ზორცით, მათ შორის არიან ყოვლისმჭამელები, ლეშითმკვებავნი და სხვები. მსხვერპლს თავს ესხმიან ჩასაფრებით, მიპარვით, დადევნებით. უმრავლესობა მონოგამია.

მტაცებლები აერთიანებს 7 ოჯახს (ძაღლისებრნიდათვისებრნიენოტისებრნიკვერნისებრნივივერისებრნი,აფთრისებრნიკატისებრნი), დაახლოებით 100 გვარს, 240 სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 19 სახეობა. მტაცებლებს შორის ბევრი სასარგებლოა. ზოგი ანადგურებს სასოფლო და სატყეო მეურნეობის მავნე მღრღნელებს; ზოგიერთი ზიანს აყენებს მცეხოველეობას, სანადირო, მეურნეობას. არიან ცოფის ვირუსის მატარებლებიც (მგელი,ტურაენოტისებრი ძაღლი).

No comments:

Post a Comment