Monday, December 3, 2012

უცნაური სპორტის სახეობები ცხოველების მონაწილეობით

. სპილოების პოლო.
ეს არის ჩვეულებრივი პოლოს სახეობა იმ განსხვავებით, რომ აქ თამაშობენ სპილოებზე ამხედრებულები. გავრცელებულია ინდოეთში, ნეპალში, შრი-ლანკაში და ტაილანდში.

2. ცხენების ფეხბურთი.
თავდაპირველად ეს თამაში მიუძღვნეს ტყვეობაში მყოფი ცხენების ცხოვრების შემსუბუქებას, მაგრამ დღესდღეისობით თამაში გახდა საკმაოდ გავრცელებული მთელ მსოფლიოში

3. ქრცვინი შარვალში.
ეს გართობაა – ერთგვარი ტესტი გამბედაობაზე. წესი ამ სპორტის საკმაოდ რთულია: შეჯიბრების მონაწილეები „იდებენ“ ქრცვინებს თავიანთ შარვლებში, მჭიდროდ მიბმულს მუხლებზე და წელზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ ქრცვინი იმყოფება შარვალში, მონაწილეები უნდა იდგნენ მოსამართლეების წინაშე. იმარჯვებს ის, რომელიც დიდხანს გაუძლებს ცხოველის ალიაქოთს,რომელიც ძალიან მოუსვენარია

4. ხარების ბრძოლა.
ეს არის ტრადიციული შვეიცარული შეჯიბრება. ტორეადორებისაგან განსხვავებით, ხარები აქ ერთმანეთში იბძვიან. ჭიდილი გრძელდება 40 წუთი.


5. ძაღლთა ჩხუბი
ძაღლთა ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი სპოტული სახეობაა, რომელიც ზოგჯერ მთავრდება მონაწილის სიკვდილითაც. ბევრ განვითარებულ ქვეყნებში სპორტის ეს სახეობა ითვლება არალეგალურად

საქართველოს ფაუნა


  საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. საქართველოში ცნობილია ძუძუმწოვრების100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.
საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდაა წარმოდგენილი ცხოველთა როგორც ენდემური, ისე სხვადასხვა ქვეყნებისათვის დამახასიათებელი სახეობები. მათგან საქართველოში ჭარბობს ევროპული, შუა და წინააზიური სახეობები.

საქართველოში მთიანი ტერიტორიების სიჭარბის გამო ცხოველთა გავრცელებას კარგად გამოხატული სიმაღლებრივი ზონალურობა ახასიათებს. თუმცა, ცალკეული სახეობები ერთდროულად რამდენიმე ზონაშიც შეიძლება შეგვხვდნენ. აქ ძირითადად გამოიყოფა დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოს მთათაშორისი ბარის, აგრეთვე ტყისა და ალპური ზონები.
დასავლეთ საქართველოს ვაკისა და დაბლობის ზონის მრავალფეროვანი ცხოველთა სამყარო ძლიერ განადგურებულია. თითქმის მოისპო ისეთი მტაცებლები, როგორიცაა მგელიტურაფოცხვერი. იშვიათად ვხვდებით დედოფალასმაჩვს. ჯერ კიდევ შემორჩა შველიგარეული ღორიევროპული თხუნელაღამურაკურდღელიკავკასიური ციყვიტყის თაგვითეთრყელა კვერნა და სხვა.
ზონა მდიდარია ფრინველებით. აღსანიშნავია კოლხური ხოხობი, რომელსაც ამჟამად მდინარე ენგურსა და რიონსშორის მოქცელ ტერიტორიაზე ვხედავთ.
კოლხეთის დაბლობზე აკლიმიზირებული ცხოველებიდან ფართოდ გავრცელდა ძვირფასბეწვიანი მღრნელი ნუტრია(შემოყვანილია სამხრეთ ამერიკიდან).
აღმოსავლეთ საქართველოს ვაკისა და დაბლობი ზონის ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. გარდა ველის სახეობებისა, აქ მრავლადაა წარმოდგენილი ჭალის ტყისათვის დამახასიათებელი ცხოველები.
ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია შირაქის ქურციკი, ჭალის გარეული ღორი, შველი, ირემიევროპული ზღარბი,კავკასიური თხუნელა. თბილისის მიდამოებშია ცნობილი ყველაზე პატარა ძუძუმწოვარი - ფუღუ, რომელიც წითელ წიგნშია შეყვანილი.
აღმოსავლეთ საქართველოს სტეპები, ნათელი ტყეები და ნახევრადუდაბნოები ხელსაყრელ პირობებს უქმნისქვეწარმავალთა მრავალსახეობას.
საკმაოდ მრავალფეროვანია მთის ტყის ფაუნა. აქ ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია გარეული ღორიშველიირემი,კურდღელიციყვიკავკასიური თრია და სხვ. მტაცებლებიდან კავკასიური მურა დათვიმგელიტურამელაფოცხვერიდა სხვ.
ცხოველთა სამყაროს საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩევა საქართველოს ალპური ზონა. აქაური ცხოველთა სამყარო ორიგინალურია. რთული რელიეფი, სუსხიანი ჰავა და უტყეობა თავისებურ დაღს ასვამს ცხოველებს - აქ არსებობა შეუძლიათ მხოლოდ თოვლსა და ხანგძლივი ზამთრის პირობებთან შეგუებულებს. ჩლიქოსნებიდან აღსანიშნავია კავკასიისთვის ენდემური ჯიხვი. იგი ზაფხულობით ალპურ საძოვრებზე ბალახობს, ზამთარში კი ჩამოდის ტყის საზღვრამდე და იკვებება გამხმარი ბალახით, ხავსებით და ლიქენებით.
მაღალმთიან ზონაში დიდი რაოდენობითაა ფრინველი.


XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში აკლიმიტიზირებულია მრავალი ცხოველი. მათ შორის: ალთაური ციყვი, გამბუზია, სარკისებრი კობრისიგი და სხვა.
საქართველოში ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა ცალკეულ ცხოველთა გავრცელების არეალი, ზოგიერთი მათგანი მოისპო კიდეც. მაგალითად, XX საუკუნის პირველ მოთხედში მოკლულ იქნა უკანასკნელი დომბა, მეორე ნახევარში - ქურციკი. მნიშვნელოვნად შემცირდა ნიამორისა დახოხობის როგორც გავრცელების არეალი, ასევე რაოდენობა.






მგელი


  მგელი (Canis lupus, ასევე რუხი მგელი) — ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც.
  საკვებად მიირთმევს როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა ბიზონი, ცხენ-ირემი და გარეული ხარი. საერთო წინაპარი ჰყავს შინაურ ძაღლთან. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას, როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო და ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში (მაგ. აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა მისული.
  მგელი ძაღლისებრთა ოჯახის (Canidae) ყველაზე დიდი წარმომადგენელია. აღნიშნული ოჯახი არის ერთ-ერთი მტაცებელთა (Carnivora) კლასის შემადგენელი შვიდი სახეობიდან. დღეისათვის მგლების ორი სახეობაა გავრცელებული: ე. წ. წითური მგელი (Canis rufus ) და რუხი მგელი (Canis lupus). რუხი მგლის რამდენიმე ჯიში არსებობს: ჩრდილოეთის, ანუ არქტიკულ მგელი, ჩრდილოეთ ამერიკის ტყის მგელი, ცენტრალური აზიის სტეპების მგელი და ჩვეულებრივი მგელი, რომელიც დღესაც ბინადრობს აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ტერიტორიებზე. სტეპის მგელს თხელი, მოხდენილი სხეული აქვს და ღია შეფერილობა, გარეგნულად იგი ძალიან ჰგავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულ რუხ მგელს. არქტიკული მგელი კი ბევრად დიდია და სქელი, თეთრი ბეწვი აქვს. მგლის ხროვა, საშუალოდ, 6-8 წევრისაგან შედგება, იშვიათ შემთხვევებში ხროვა აერთიანებს ოცამდე მგელს. ხროვას სათავეში უდგას წყვილი – ერთი მდედრი მგელი და ერთი მამრი მგელი, რომლებიც ხშირად ხროვის ერთადერთ წყვილს წარმოადგენენ, ხოლო დანარჩენი წევრები მათი ნაშიერები არიან, რომლებიც ჯერ საკმარისად მოზრდილები არ არიან, რომ საკუთარი ხროვები შექმნან. 

მგელი “სოციალური” ცხოველია და მის ოჯახში “რანგების” დიდი დამცველი. მმართველ წყვილში დომინანტური ადგილი მამრ მგელს უჭირავს, თუ რომელიმე მეწყვილე დაიკარგება ან დაიღუპება, მეორე შეითავსებს მის ფუნქციებს. მმართველი ადგილისათვის ბრძოლა ყოველთვის აქტუალურია მგლებს შორის, თუმცა ზოგრჯერ იგი მხოლოდ სიმბოლურ სახეს ატარებს, რადგან ხროვაში თითოეულმა მგელმა იცის თავისი ადგილი. მგლების ხროვაში ხშირია ე.წ. “სოციალური რიტუალები”, რომლის დროსაც მთავარმა მგელმა უნდა დაამტკიცოს თავისი უპირატესობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეცვლის ხროვის სხვა წევრი. ხშირ შემთხვევაში “გადაყენებული” მეთაურები თავს ანებებენ მშობლიურ ხროვას და სხვა ცხოვრებას იწყებენ. 
მიუხედავად იმისა, რომ რუხი მგლის წარმოშობა კამათის საგანია, მიმდინარე თეორიების მტკიცებით ეს სახეობა პირველად სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში გაჩნდა პლეისტოცენის ეპოქაში. მიტოქონდრიის უჯრედებიდან აზიურ ქვესახეობებზე დნმ-ს ანალიზი მეცნიერებს უფლებას აძლევს დაადგინონ მგლების გენეოლოგიის საწყისი თარიღი. დროთა განმავლობაში სახეობის დნმ-ში დაფიქსირებული ცვლილებების სიხშირე მიუთითებს აზიური ხაზის დაახ. 800 000 წლის წინ წარმოშობაზე, მაშინ როცა ევროპული და ჩრდილოამერიკული სისხლის ხაზები 150 000 წლით თარიღდება. მგელი ჩრდილოეთ ამერიკაში ძველი მსოფლიოდან ბერინგის სახმელეთო ხიდით შეიჭრა (რომელიც ერთ დროს ალასკასა და ციმბირს აერთებდა) და სამხრეთისკენ მოგზაურობდა ბოლო გამყინავრებამდე დაახ. 18 000 წლის წინ. ხროვის ყველაზე ახალგაზრდა წევრები, რომლებსაც ყველაზე დაბალი “რანგი” აქვთ, ხშირად ტოვებენ საკუთარ ოჯახებსა და ახალი ხროვის შესაქმნელად მეგობრებს ეძებენ. ასეთი “ეული მგლები”, როგორც წესი, ძალიან ახალგაზრდები არიან და ბევრი ხეტიალი უწევთ.
მოხეტიალე მგელი ცდილობს გვერდი აუაროს სახვა ხროვის ტერიტორიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება ჩხუბი მოუვიდეს ამ ხროვის წევრებთან, რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს მისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მგლის ხროვის წევრები ხშირად ჩხუბობენ ერთმანეთში, დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვისას, ისინი ერთად იკვრებიან და მტერს კლავენ. ამიტომაა, რომ ეულად მოხეტიალე მგლებს მეტი ყურადღება მართებთ, რათა გზად მგლების ხროვას არ გადაეყარონ. შემოდგომასა და ზამთრის პერიოდებში მგლების ხროვა მოხეტიალე ცხოვრებას ეწევა, თუმცა მაინც ინარჩუნებს საკუთარ ტერიტორიას. ტყიან რიონებში ეს ტერიტორია ხშირად მცირე ფართობისაა, დაახლოებით, 100 კვადრატულ მეტრამდე და კარგადაა დაცული. მგლების ხროვის კუთვნილი ტერიტორიის ფართობი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ნადავლი მოიპოვება ამა თუ იმ ტერიტორიაზე. რაც ნაკლებია ნადავლი, მით უფრო ფართოვდება დაცული გერიტორია. მაგალითად, ჩრდილოეთის ირემზე მონადირე მგლები ირმების ჯოგს თან დაჰყვებიან არქტიკის ტუნდრებში მათი მიგრაციის მარშუტზე. ჩრდილოეთის ირმის თითქმის თითოეულ ხოგს დასდევს საკუთარი “შემოჩვეული” მგლის ხროვა. ალასკაზე შემჩნეულმა ერთ-ერთმა ასეთმა ხროვამ ექვს კვირაში 1100 კმ გაიარა, მთლიანობაში – 13000 კვ. კმ-ის ფართობი. ზემოთხსენებული ფართობის მთლიანად საკუთარ ტერითორიად მითვისება მგლის ხროვას არ ძალუძს. ტყეში მობინადრე მგლები შედარებით პატარა ტერიტორიებს ითვისებენ. 


მგლისათვის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანია ტერიტორიის სუნით დანიშვნა. ნებისმიერი მგელი ყნოსვით გრძნობს ამა თუ იმ ხროვის მიერ დანიშნულ ტერიტორიას და თავს არიდებს მას შემდგომი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. ერთმანეთის ადგილმდებარეობის გარკვევის მეორე ძირითადი ხერხია ყმუილი. მგლების ხროვებს შორის დაპირისპირება მუდმივად ხდება, ამიტომ არასასურველი შეხვედრის თავიდან ასაცილებლად მგლები ხშირად ყმუიან, რითაც დაპირისპირებულ ხროვას ანცნობენ თავიანთ ადგილსამყოფელს. ყმუილს იწყებს ერთი მგელი, ხოლო ხროვის დანარჩენი წევრები ჰყვებიან მას მომღერალთა გუნდის პრინციპით; ეს პროცესი იმდენად სასიამოვნოა ჩანს მგლებისთვის, რომ თითქოს ეს მათთვის ერთგვარი გამაჯანსაღებელი ვარჯიშია. ზამთრის მიგრაციის დროს მგლების ხროვის ყმუილი მუდმივ ხასიათს ატარებს, ამით ისინი ხვდებიან, თუ რომელი ტერიტორიებია დაკავებული. თუ ხროვა მცირე რიცხოვანია და შედარებით სუსტი, ის სიჩუმეს ამჯობინებს და ტყეში მალულად ხეტიალობს. რათა არ გადააწყდეს თავისზე ძლიერ მოწინააღმდეგს. ამავე მიზეზით, ეული მგლები, როგორც წესი, ყმუილისგან თავს იკავებენ.



ვეფხვი

ვეფხვი (ლათ. Panthera tigris) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისპანტერათა გვარისწარმომადგენელი.

 ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდის — 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4-5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6-7 მ სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა „ვეფხვი“ აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას — Panthera pardus), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.

ამურის ვეფხვი (Panthera tigris altaica) — ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ვეფხვის ქვესახეობა. იგი ყველაზე დიდი ვეფხვია (წონა 180-275 კგ), ხოლო გავრცელებით ყველაზე ჩრდილოელი ვეფხვი.
1996 წლისთვის რუსეთში მიახლოებით 470 ვეფხვი იყო. მიახლოებით 10% ცხოვრობს ჩინეთში. ამურის ვეფხვი ძალზე ძლიერია, მას შეუძლია ხუთას მეტრზე გაათრიოს ცხენის სხეული, ხოლო თოვლში ავითარებს 80 კმ/სთ-ს და სიჩქარეში ჩამოუვარდება მხოლოდ ავაზას
















http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98

მტაცებლები



მტაცებლები (ლათ. Carnivora: carō 'ხორცი', + vorāre 'მჭამელი'), ძუძუმწოვრების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 14 სმ-იდან 3 მ-მდე, მასა 100 გ-იდან 1000 კგ აღწევს. ნაირგვარი შეფერილობა აქვთ. კბილები (28-48) მკვეთრადაა დიფერენცირებული საჭრელებად, ეშვებად და ძირითად კბილებად. უმრავლესობის ზედა მე-4 წინა ძირითადი და 1-ლი ქვედა ძირითადი კბილები გარდაქმნილია მკვეთავ კბილებად. კიდურებზე აქვთ ბრჭყალებიანი 4-4 თითი (დათვებსა და ძაღლებს 5-5), ბრჭყალები ჩამალული ან ნახევრად ჩამალულია; ლავიწი არ გააჩნიათ ან რუდიმენტულია; კუჭი მარტივია და ჯირკვლებით მდიდარი; საშვილოსნო ორმაგი ან ორრქიანი, პლაცენტა — დისკოიდური; სათესლეები სპეციალურ პარკშია მოთავსებული. მტაცებლების ანალური ჯირკვლები გამოყოფენ მძაფრსუნიან ნივთიერებას, რომელიც ემსახურება ტერიტორიალურ მონიშვნას, ზოგჯერ მტრისაგან თავდაცვას (მაგ., მყრალა). გავრცელებული არიან ყველგან, ანტარქტიდისა და ზოგიერთი პატარა ოკეანური კუნძულის გარდა. უმეტესობა ხმელეთის ცხოველია. მრავალი მათგანი კარგად დაცოცავს ხეზე, ზოგი კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებებიან ზორცით, მათ შორის არიან ყოვლისმჭამელები, ლეშითმკვებავნი და სხვები. მსხვერპლს თავს ესხმიან ჩასაფრებით, მიპარვით, დადევნებით. უმრავლესობა მონოგამია.

მტაცებლები აერთიანებს 7 ოჯახს (ძაღლისებრნიდათვისებრნიენოტისებრნიკვერნისებრნივივერისებრნი,აფთრისებრნიკატისებრნი), დაახლოებით 100 გვარს, 240 სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 19 სახეობა. მტაცებლებს შორის ბევრი სასარგებლოა. ზოგი ანადგურებს სასოფლო და სატყეო მეურნეობის მავნე მღრღნელებს; ზოგიერთი ზიანს აყენებს მცეხოველეობას, სანადირო, მეურნეობას. არიან ცოფის ვირუსის მატარებლებიც (მგელი,ტურაენოტისებრი ძაღლი).

ფეხმარდი ცხოველი-ცხენი

   ცხენი (Equus caballus ან Equus ferus caballus) არის ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი. ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ, და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში.ცხენი შინაური ცხოველია ის წარმოიშვა გარეული ცხენისაგან.საკვების მოპოვებისა და მტრისაგან თავდაცვის პირობების გავლენით ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი.ცხენს აქვს გრძელი , წვრილი და ღონიერი ფეხები, რომლებიც მარტო ერთი კარგად განვითარებული თითით ბოლოვდება.თითი დაფარულია დიდი და მაგარი ჩლიქით.იმის გამო ,რომ ცხენს ფეხზე მარტო ერთი თითი აქვს .შემცირებულია ფეხის ხახუნი ნიადაგზე .ეს კი უადვილებს ცხენს სწრაფ სირბილს .ცხენის შორეულ წინაპრებს თითების მეტი რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ ,გაშლილ მშრალ ველებზე არსებობასთან შეგუების პროცესში თითების რაოდენობა თანდათან შეუმცირდათ.ახლაც ცხენს ფეხის ჩონჩხში შერჩენილი აქვს ორი ძალიან დაპატარავებული ძვალი, რომლებსაც გრიფელის ძვლები ეწოდება.მტრებისაგან თავდასაცავად მარტო სწრაფი სირბილის უნარი საკმარისი არ იქნებოდა ,ცხენს რომ არ ჰქონოდა აგრეთვე მტრის მოახლოების შეტყობის უნარი.

  ცხენს კარგი მხედველობა ,სმენა და ყნოსვა აქვს.შედარებით გრძელ კისერზე მაღლა აწეული თავი საშუალებას აძლევს შორიდანვე დაინახოს მტერი.მაღლა აცქვეტილი ყურები და დიდი ნესტოები მოწმობენ ცხენის მახვილ სმენასა და ყნოსვას.ველის პირობებში წარმოშობილ ცხენს თავიდანვე აწუხებდნენ ბუზები და სხვა მწერები.მათ წინააღმდეგ ცხენს შეუძლია აამოძრაოს კანი და ამით დააფრთხოს მომაბეზრებელი მწერები.მწერების მოგერიებაში ცხენს ეხმარება გრძელი კუდიც.ცხენი ბალახის მჭამელი ცხოველია.მცენარეული საკვების შესაბამისად აგებულია მისი კბილები და კუჭ-ნაწლავიც.ცხენი არ ცოხნის საკვებს მან საძოვარზევე უნდა მოასწროს საკვების დაღეჭვა .ამიტომ ძალიან კარგად განვითარებული კბილები აქვს ,რის გამოც მისი ყბებიც გრძელია :გრძელი ყბები კი ცხენის თავს წაგრძელებულ ფორმას აძლევს.ზედა და ქვედა ყბის წინა ნაწილში ექვს-ექვსი დიდი და წინ დახრილი მჭრელი კბილი აქვს . ამ მჭრელებით ცხენი ბალახს გლეჯს.ეშვები მხოლოდ ულაყს აქვს ,მაგრამ ისინი ძალიან დაპატარავებულია .მჭრელების უკან ყბებზე უკბილო მანძილია ,რომლის შემდეგ ორივე ყბის თითოეულ მხარეზე ექვსი ძირითადი კბილია.ძირითადი კბილები დიდია ,მათი ზედაპირი ბრტყელია და მინანქრის ნაოჭებითაა დაფარული.ასეთი კბილების საშუალებით ცხენი ძალიან კარგად ღეჭავს ბალახს ,თივას და სხვა მცენარეულ საკვებს.ცხენის კუჭი დიდი მოცულობისაა ,მაგრამ მარტივი აგებულებისა ,ე.ი. არ არის დაყოფილი ,როგორც მცოხნელებში.

სამაგიეროდ ცხენს გაცილებით დიდი ბრმანაწლავი აქვს, ვიდრე მცოხნელებს.ძნელად მოსანელებლი მცენარეული საკვები ნაწილობრივ ბრმა ნაწლავში განიცდის მონელებას.ცხენის ნაწლავების საერთო სიგრძე სხეულის სიგრძეს მხოლოდ 10-ჯერ აჭარბებს ,იმ დროს როცა მცოხნელებში ნაწლავები სხეულის სიგრძეზე 20-ჯერ გრძელია.ამიტომ ცხენი ნაკლებად არის შეგუებული დიდი მოცულობის უხეში საკვების ჭამას, მას უფრო მეტად ესაჭიროება ნოყიერი საკვები ,როგორიცაა ქერი ან შვრია.ცხენის სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-35 წელს ,ზოგჯერ 40-50 წელსაც აღწევს.ცხენი შობს ერთ კვიცს ,იშვიათ შემთხვევაში-ორს.ახალდაბადებულ კვიცს ,დაბადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ,შეუძლია ფეხზე დგომა და მალე დედასთან დადევნებაც კი.შინაური ცხენის ჯიშები მრავალგვარია.ისინი შესასრულებელი სამუშაოს მიხედვითაა სპეციალიზებული.მაგალითად არიან :საჯდომი ,მარბოლარი ,მძიმე ტვირთმზიდავი ცხენები.ჩვენში ცხენის მრავალი ადგილობრივი ჯიშია შექმნილი ,რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ვლადიმირული მძიმე ტვირთმზიდავი ცხენი.მარბოლარი ჯიშის ცხენებიდან განთქმულია მარბოლარი ცხენი ,რომელიც უკვე საუკუნენახევარზე მეტია რაც გამოიყვანეს.საჯდომი ცხენებიდან ცნობილია დონური ცხენი ,რომელიც დონის ველების პირობებში ჩამოყალიბდა.ამ ჯიშს იყენებენ არმიაში.მისი უპირატესობა ისაა, რომ მას შეუძლია ტვირთის გადაზიდვა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება.ამ ცხენის შემდგომი გაუმჯობესების შედეგად შექმნილია ახალი ჯიში ,ე.ი. ბუდიონური ცხენი.ცხენების ადგილობრივი ჯიშებიდან აღსანიშნავია თუშური და მეგრული ცხენები.თუშური ცხენი კარგადაა შეგუებული მთაში არსებობას და ფართოდაა მოშენებული აღმოსავლეთ საქართველოში.ის კარგ საჯდომ-სასაპალნე ცხენად ითვლება.ტანით შედარებით პატარაა(სიმაღლე 134სმ-ს არ აღემატება).მეგრული ცხენი ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში.ის კარგი მუშა-ცხენია და სწრაფმავალიცაა.ტანად შედარებით პატარაა (სიმაღლე 129სმ-ს აღწევს).ცხენის ჯიშის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად საქართველოშიც მუშაობენ. ეს ყველაფერი დიდ ზეგავლენას მოახდენს..



Sunday, December 2, 2012

კატა


შინაური კატა (Felis silvestris catus) — კატისებრთა ოჯახისა მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი. შინაურ კატა გამოირჩევა მეგობრობის უნარით. ადამიანისა და კატის მეგობრობა 10 000 წელია გრძელდება, თავიდან მან ადამიანების დაფასება მოიპოვა იმით, რომ ანადგურებდა პარაზიტებს[1][2]. ის ჭკვიან ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება და ექვემდებარება გაწვრთნას. უბრალო კატამ შეიძლება მოახდინოს მანიპულირება სხვადასხვა საგანზე ან მექანიზმზე. გამოირჩევა მისტიციზმითა და უცნაურობით. მასზე შექმნილი და დაწერილია მრავალი მითი. კატას ინტელექტის თვალსაზრისით შეუძლია სწავლა, ფიქრი, ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა, მოხერხებულობა და გონიერება. სახლის კატები შეგუების უნარით ხასიათდებიან. ზოგიერთი კატა მტაცებელია (უყვარს ნადირობა), ამიტომ მათ უწევთ ფიქრი, თუ როგორ მოიტაცონ ესა თუ ის ცხოველი შემდეგ შეკრან მსხვერპლი, როგორც აკეთბენ მგლები.


  კატები არიან ხორცისმჭამელი ცხოველები. მგლებისძაღლებისმელიების და სხვა ზოგიერთი მტაცებლებლისგანგანსხვავებით კატები არიან ყველაფრის მჭამელები. მიჩვევის შემთხვევაში კატას შეუძლია გახდეს ვეგეტარიანელი, თუმცა ჩვეულებრივ მოითხოვენ ხორცს. მათ ბრჭყალებს შეუძლია საჭმლის დაჭრა. კატებს აქვთ მოკლე ნაწლავები(როგორც ყველა ხორცისმჭამელს). ზოგჯერ ისინი მუცელს ისუფთავებენ რწყევით, თუმცა ეს შეიძლებ იყოს დაავადების მომანიშნებელიც[3]. კატის კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ხორბლის ყლორტი.
კატებს რომლებსაც შეუძლიათ გარეთ გასვლა ცდილობენ მოიპოვონ საკვები, როგორიცაა თაგვები და მცირე ფრინველები.